ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკა

Business Insider: ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა

0
გაზიარება

საერთაშორისო გამოცემა Business Insider-ი საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე სტატიას ავრცელებს და ხაზს უსვამს იმ უპირატესობებს, რასაც საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს.

სტატიაში, რომლის სათაურია – „რატომ ხდება საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიზიდულობის ცენტრი?“ – წერია, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს მშპ-ის დივერსიფიცირებული სტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს მდგრად ზრდას.

„პანდემიის შემდეგ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მნიშვნელოვანი მდგრადობა და 2021 წელს 10,4%-იანი ზრდის ტემპი დაფიქსირდა. საქართველოს ეკონომიკის ეს დადებითი პროგნოზები განპირობებულია ძლიერი ფუნდამენტით, როგორიცაა სტაბილური ბიზნეს გარემო, ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და საგადასახადო პოლიტიკა, რომლებიც ხელსაყრელია უცხოური ინვესტიციებისთვის. მაგალითად, ბიზნესის დასაწყებად საჭიროა 2 საათი და 2 დოკუმენტის წარდგენა, ხოლო სახელმწიფო სერვისების უმეტესობა ხელმისაწვდომია ციფრულ ფორმატში. ეკონომიკურ წარმატებას ასევე ხელს უწყობს კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მისი იდეალური მდებარეობა. საქართველო განიხილება სტრატეგიულ მიმართულებად განსაკუთრებით ინვესტორებისა და იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის თანახმად, ტრადიციული საინვესტიციო სექტორების გარდა, როგორიცაა სტუმართმოყვარეობა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და მშენებლობა, მიმზიდველი საინვესტიციო სფეროებია ფინანსური სექტორი, IT, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი, ელექტროტექნიკისა და ავტომობილების ნაწილების წარმოება.

„საქართველოს ჰყავს ახალგაზრდა, კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, ტექნიკური და უცხო ენების ცოდნით შეიარაღებული კადრები. ქვეყანას აქვს საკმარისი რაოდენობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები. ასევე გააჩნია მარტივი და სამართლიანი საგადასახადო სისტემა. განსაკუთრებით მიმზიდველია ინვესტორებისა და კომპანიებისთვის: მარტივი, ეფექტური და, ზოგიერთ შემთხვევაში, ევროპასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი გადასახადები. საქართველო არის მესამე ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანა, რაც განპირობებულია მისი ექვსი ფიქსირებული გადასახადით“, – აღნიშნავს Business Insider-ი.

სტატიაში ასევე ხაზგასმულია საქართველოში მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან (ჰონკონგის ჩათვლით), დიდ ბრიტანეთთან, თურქეთთან, ევროკავშირისა და EFTA-ს ქვეყნებთან. შესაბამისად, ქვეყანა იდეალური ადგილია მსოფლიოს 2,3 მილიარდ მომხმარებელზე პირდაპირი წვდომით.

„სულ უფრო მეტი ახალი ინვესტორი აცნობიერებს საქართველოში არსებული შესაძლებლობების ფართო სპექტრს და იყენებს შესაძლებლობას მხარი დაუჭიროს ან დაეხმაროს ბიზნესის მშენებლობას ადგილზე. საქართველო კი აქტიურად გვთავაზობს დახმარებას. ესაა ქვეყანა, რომელსაც რეგიონის მიხედვით აქვს სუბტროპიკული, ხმელთაშუა და კონტინენტური კლიმატი, ასევე ითვლება მსოფლიოში უძველეს ღვინის რეგიონად. ყოველივე ეს ქვეყანას აქცევს საინტერესო ტურისტულ ადგილად უზარმაზარი ტურისტული პოტენციალით“, – წერს Business Insider-ი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!