დღის სიახლეებისიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის, GBN • ჯიბიენის დამფუძნებელთან, თამარ ჯიოშვილთან

0
გაზიარება
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა – Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.
წლის მთავარ ბიზნეს შეხვედრა ოთხი პანელისგან შედგებოდა:
პირველი პანელი – როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი?

მეორე პანელი – ხელოვნური ინეტელექტი ახალი შესაძლებლობა წარმატებული ბრენდის შესაქმენლად;

მესამე პანელი – B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიების წარდგენები;

მეოთხე პანელი: პიარი, მარკეტინგი, გაყიდვები, HR, ლიდერობა

მესამე პანელის B2B სივრცეში წარმოდგენილი იყო კომპანია: GBN • ჯიბიენი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით პოზიციონირებს:
• საერთაშორისო გადაზიდვები;
• ექსპედირება;
• ბუღალტრული მომსახურება (როგორც აუთსორსზე, ასევე რეზიდენტი ბუღალტრით);
• შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების მომსახურება;
კომპანიის განვითარების ისტორია, მიღწეული შედეგები, სერვისები და სამომავლო გეგმები, Business summit 2024-ის დელეგატებს “ჯიბიენის” დამფუძნებელმა თამარ ჯიოშვილმა გააცნო და ბიზნეს შეხვედრების უპირატესობებზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები ბიზნესისთვის, განსაკუთრებით კი ისეთი დამწყები და მინი ბიზნესისთვის, როგორსაც ჩვენ წარმოვადგენთ ამ ეტაპზე, ვეჭიდებით ლოჯისტიკურ მომსახურეობას, კომპანია 2019 წლიდან არის ბაზარზე და SGBA-Business Summit 2024 -მა მომცა საშუალება შევხვედროდი პარტნიორებს და კოლეგებს, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ და შეიძლება პოტენციური დამკვეთებიც კი იყვნენ.
ვისურვებდით მსგავს ღონისძიებებს მრავლად” – “ჯიბიენის” დამფუძნებელი თამარ ჯიოშვილი

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!