წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გამართება, რომელსაც 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თვალის კლინიკა “ახალი მზერა”, რომლის დამფუძნებელმა, მერაბ დვალმა საზოგადოებას კლინიკის განვითარების ისტორია გააცნო და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც კლინიკა ყოველდღიურად დგას.
ინფორმაციისთვის: 1999წ. მერაბ დვალმა დაარსა ამიერკავკასიაში პირველი ექსიმერული ლაზერის ცენტრი (LASIK) და მსოფლიოში პირველმა გამოიყენა ექსიმერული ლაზერით მხედველობის კორექცია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. ეს ორიგინალური მეთოდი გულისხმობდა შორსმხედველ და ასტიგმატიზმის მქონე ბავშვებში, როგორც ლაზერულ კორექციას ,ასევე სიელმის და ზარმაცი თვალის ერთდროულ მკურნალობას. ამ ექსიმერული ცენტრის დაარსებით ათასობით პაციენტმა შეძლო გაეუმჯობესებინა მხედველობა და სამუდამოდ გამომშვიდობებოდა სათვალეებსა და კონტაქტურ ლინზებს.
თვალის კლინიკა “ახალი მზერა” აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით.
ენდეთ პროფესიონალების გამოცდილებას და უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებს, რომელსაც “ახალი მზერას” გუნდი გთავაზობთ!