წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 ოქტომბერს “ბიზნეს სამიტი 2023” გაიმართება, რომელსაც 400 დელეგატი დაესწრება. სამიტი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.
ღონისძიება 5 სპიკერს უმასპინძლებს, რომლებიც მასტერკლას ჩაატარებენ ბიზნესის კუთხით აქტუალურ თემებზე, ხოლო სამიტის მეორე ნაწილში წარმოდგენილი იქნება 10 ბიზნეს კომპანია, რომლებიც თავიანთ ისტორიასა და ამ კუთხით არსებულ სიახლეებს გაგვიზიარებენ.
“ბიზნეს სამიტი 2023” სარეკლამო სააგენტო – ADwise • ედვაიზს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. 15 წლის წინ კომპანია „ედვაიზ“-ის მიზანი ბაზარზე, უმაღლესი ხარისხის
მომსახურების მიწოდება იყო. კომპანიამ თავიდანვე დაიმკვიდრა ლიდერის ადგილი ბაზარზე.
მომსახურების მიწოდება ხდებოდა დიზაინის და სააგენტო სერვისების მიმართულებით.
დაარსებიდან 4 წლის შემდეგ, „ედვაიზ“-მა გადაწყვიტა უშუალოდ გამხდარიყო მწარმოებელი სხვადასხვა სახის პროდუქციის და ამით ახალი სიტყვა ეთქვა პოლიგრაფიულ სექტორში.
კომპანიის მიზანს წარმოადგენდა სწრაფი და პროფესიონალური სერვისების მიწოდება, რომლითაც დაეხმარებოდა, როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნეს განვითარებაში და თავინთი მიზნების მიღწევაში.
2014 წელს კომპანია „ედვაიზი“ უკვე ბაზრის მიერ აღიარებული იყო, როგორც ყველა მომსახურების და პროდუქციის უმოკლეს ვადაში მიმწოდებელი კომპანია. ამ ტენდენციას სხვა ამ სექტორში მოღვაწე,
კომპანიებიც აყვნენ.
2019 წელს კომპანია უკვე წარმოადგენდა მსხვილ მწარმოებელს, შეფუთვებისა და სარეკლამო მასალების მიმართულებით, ხოლო 2021 წელს, პანდეემის პირობებში კომპანიამ მოახდინა მსხვილი ინვესტიცია განეხორციელებინა Konica Minolta-ს თან და ერთად, წამოიწყო სრულიად ახალი პროექტი და დანერგა უნიკალური ტექნოლოგია საქართველოს ბაზარზე.
2023 წელს კი ედვაიზ ჯგუფის მიზანს წარმოადგენს ქართულ ბეჭდვურ ინდუსტრიაში ახალი მიმართულებების დანერგვა და ამ სიახლეების არსებულ/პოტენციურ მომხმარებლამდე მიტანა, რათა მათ სრულად ისარგებლონ იმ მიღწევებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლითაც დღეს თანამედროვე მსოფლიო წარმატებით იყენებს.