დღის სიახლეებისიახლეები

ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლის ტექნოლოგიას $4.5 მილიონად შეისყიდის

0
გაზიარება

ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლის ტექნოლოგიას $4.5 მილიონად შეისყიდის

ცესკო ხმების ელექტრონულად დათვლისთვის და ამომრჩეველთა ბიომეტრიული აუთენტიფიკაციისთვის ბრიტანულ კომპანია Smartmatic International Holding-თან 4.5 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებში ცესკო ასევე მიიღებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლითაც საარჩევნო უბნები საოლქო კომისიებში გააგზავნიან მიღებულ შედეგებს.

ცესკოს მიერ შესასყიდი აპარატურის ჩამონათვალი:

  • ამომრჩეველთა ვინაობის ამომცნობი დამადასტურებელი აპარატები – 840 ერთეული;
  • ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი – 520 ერთეული;
  • საარჩევნო ბიულეტენების ყუთი – 520 ერთეული;
  • კენჭისყრის შენობიდან შედეგების ცესკოს სერვერზე გადაცემის პროგრამული უზრუნველყოფა (MS SQL) თავსებადი;
  • აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფით შედეგების გადაცემისთვის მიმწოდებლის მიერ მიწოდებულ იქნება 170 ერთეული ტაბლეტი.

კონტრაქტის მიხედვით, აპარატურის მიწოდება 2023 წლის მარტი-მაისის პერიოდში უნდა მოხდეს.

თავად Smartmatic International Holding-ი 2000 წელს არის დაფუძნებული და იურიდიულად ის ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული, თუმცა ორგანიზაცია პოზიციონირებს როგორც ბრიტანული და საერთაშორისო კომპანია. 2022 წელს კომპანიის ტექნოლოგიებით არჩევნები ჩატარდა ლოს-ანჯელესის ოლქში; კენიაში; ფილიპინებში; ნორვეგიაში (ინნალანდეტის ოლქში); ალბანეთში; ბულგარეთში; ჰონდურასში; კანადაში (ონტარიოსა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში).

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!