ჩინეთი ქართული სანელებლების მთავარი ექსპორტიორია. 2024 წლის იანვარ-მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ქართული სანელებლების ექსპორტი 563%-ით გაიზარდა და 15.777 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აზიის ამ ქვეყანაში მხოლოდ 2.379 მლნ დოლარის გავიდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, ჯამში 2024 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან 20.064 მლნ დოლარის ღირებულების სანელებლების ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 185.8%-ით აღემატება.
ამ მოცულობის სუნელები საქართველოს არცერთ წელს გაუტანია. 2009 წელს (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მონაცემები ამ პერიოდიდან არის ხელმისაწვდომი) ქვეყნიდან 1.115 მლნ დოალრის სანელებლები გავიდა, 2023 წლის იანვარ-მაისში კი 7.018 მლნ-ს ღირებულების.
2024 წლის იანვარ-მაისში ქართული სანელებლების საექსპორტო ქვეყნების ტოპ 5-ეული:
- ჩინეთი – 15.777 მლნ დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში – 78.6%)
- რუსეთი – 2.950 მლნ დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში 14.7%)
- უკრაინა – 497.76 ათასი დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში 2.4%)
- თურქეთი – 267.5 ათასი დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში 1.3%)
- ყაზახეთი – 195.9 ათასი დოლარი (წილი მთლიან ექსპორტში 0.98%)