დღის სიახლეებისიახლეები

Coca-Cola 2030 წლისთვის აზერბაიჯანში გადამუშავებული პლასტმასის 50%-ს მეორადი შეფუთვისთვის გამოიყენებს

0
გაზიარება

Coca-Cola, სტრატეგია „სამყარო ნარჩენების გარეშეს“ ფარგლებში, 2030 წლისთვის აზერბაიჯანში გადამუშავებული პლასტმასის 50%-ს მეორადი შეფუთვისთვის გამოიყენებს.

ამის შესახებ ევრაზიის რეგიონში Coca-Cola-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა, ელშად ფარზალიევმა განაცხადა, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.

ფარზალიევის თქმით, „აზერბაიჯანში დღეს უკვე შესაძლებელია Coca-Cola-ს მიერ წარმოებული შეფუთვის 100%-ით გადამუშავება, ხოლო სხვა ქვეყნებში ეს პროცესი 2025 წლისთვის დასრულდება, კომპანიამ გლობალურ დონეზე მცენარეული პარაქსილენის ბოთლის (bPX) პროტოტიპი რამდენიმე წლის წინ შექმნა, რაც Virent-ის ტექნოლოგიის გამოყენებით იქნა მიღწეული.

აზერბაიჯანში 2030 წლისთვის ჩვენი წარმოების იმგვარად აწყობას ვგეგმევთ, რომ გამოყენებული პლასტმასის, სულ მცირე, 50% შესაძლოა, ხელახლა გამოვიყენოთ,“ – აცხადებს ფარზალიევი.

ფაზალიევმა აღნიშნა, რომ Coca-Cola აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო გადამხდელია და ცირკულარული ეკონომიკის პროცესის დანერგვით ქვეყანაში ნარჩენების შემცირებაში წვლილი შეაქვს. მისი თქმით, აზერბაიჯანს ჯერ არ აქვს ცალკე ინფრასტრუქტურა, რომელსაც პლასტმასის გადამუშავება და სხვა წარმოებაში მისი მეორადი გამოყენება შეუძლია. ამ საკითხს პლასტმასთან მომუშავე თითოეული კომპანია ჯერჯერობით დამოუკიდებლად წყვეტს.

ცნობისთვის: Coca-Cola ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და რამდენიმე გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებს. მათ შრის არის 2030 წლისთვის სითბური გაზების გამონაბლქვის 25%-ით შემცირება, ხოლო 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევა.

აზერბაიჯანში Coca-Cola 1994 წლიდან ოპერირებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!