2022 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.62 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 374 მილიონ ლარს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 313 ათასი ადამიანია.
„დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 2,387 პირმა ისარგებლა. მათზე გაცემული თანხა კი 5 458 570 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.