დანიის მთავრობა ქვეყანაში მაღალი ინფლაციის შედეგებთან საბრძოლველად მიზნობრივი დახმარების სახით წელს მოსახლეობისთვის 309,2 მლნ ევროს გამოყოფს. ინფორმაცია სკანდინავური სახელმწიფოს ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზში არის ნათქვამია.
დანიის ფინანსთა მინისტრ ნიკოლაი ვამენის განცხადებით, ფინანსური დახმარება, პირველ რიგში, ბავშვიან ოჯახებს და პენსიონერებს გაეგზავნებათ. მისი შეფასებით, მოქალაქეების ეს კატეგორიები ყველაზე დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების სწრაფი ზრდის ფონზე. მინისტრი ამბობს, რომ ეს პროგრამა მოქალაქეებს კომუნალური მომსახურების გადახდასა და კვების პროდუქტების შეძენაში დაეხმარება.
2022 წლის ბოლოს დანიაში ინფლაციამ ბოლო 40 წლის უმაღლეს დონეს მიაღწია, ხოლო სამომხმარებლო ფასები, წლიური თვალსაზრისით, 7,7%-ით გაიზარდა. ეს ტენდენცია, მთავრობის პროგნოზით, წელსაც გაგრძელდება.