საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი და “ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ექსცენტრიული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს.
არაერთი წარმატებული პროექტის, შოუსა და ღონისძიების შემდეგ მისი დამსახურებით “ბალენსიაგამ” 2020 და 2021 წელს უამრავი მოგება ნახა, Lyst Index-ის პლატფორმაზე “გუჩიც” კი ჩამოიტოვა და ისევე როგორც გასულ წელს, ასევე ამჟამადაც წლის ყველაზე პოპულარულ იბრენდი გახდა.
ამჯერად ისტორიაში პირველად, Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში, 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის ქართველი ვარსკვლავი მოხვდა და ეს ადამიანი სწორედ დემნა გვასალიაა.