დღის სიახლეებიპარტნირებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

„დიასახლისი“ – მრავალფეროვანი საოჯახო ნივთების სამყარო

0
გაზიარება

დიასახლისი – მაღაზიების ქსელი, რომელიც კომფორტულია ყველა დიასახლისისთვის, ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო ყოველდღიურობაში საჭირო ყველა ნივთი ერთ სივრცეში.

ბავშვობის ახდენილი ოცნება-შეიძლება ასეც ეწოდოს „დიასახლისს“, რომელიც ანა ზაზაძის  მიერ დაარსდა და უამრავ დიასახლის ფართო არჩევანი შესთავაზა. „დიასახლისის“ შექმნის იდეაზე, სირთულეებსა და საწყის ეტაპზებზე Geobusinessnews.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელი ანა ზაზაძე  საუბრობს :

„მენეჯმენტი ბავშვობიდან მომწონდა და რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო იზრდებოდა ჩემი სურვილი საკუთარი ბიზნესი მქონოდა. რამდენიმე წლის წინ პირველი ნაბიჯი გადავდგი ჩემი მიზნისკენ და მივიღე გადაწყვეტილება გამეხსნა საკუთარი მაღაზია, რაც იმ დროისთვის არც თუ ისე მარტივი გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს პატარა ნაბიჯი დღეს ამხელა წარმატებამდე მიმიყვანდა. მაღაზია სულ მცირე ფართში გავხსენი, რომელსაც დღესაც ვინარჩუნებ. ეს ადგილი მახსენებს, რომ თავდადებული შრომითა და გულმოდგინებით ერთი გადაწყვეტილება შეიძლება დიდი წარმატების ისტორიად იქცეს. ბიზნეს იდეა ჩემი იყო, სახელი დედამ მოიფიქრა, ლოგო კი დამ შექმნა… ასე გაჩნდა “დიასახლისი”- ანა ზაზაძე, „დიასახლისის“  დირექტორი

“დიასახლისი” არის მაღაზიების ქსელი, რომელიც მეგობრობის ქალაქში გაჩნდა. ეს სივრცე კომფორტულია ყველა დიასახლისისთვის და არა მხოლოდ დიასახლისებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც შესაძლებელია ყველა იმ ატრიბუტის შეძენა, რომელიც საოჯახო ყოველდღიურობაში არის საჭირო

 „პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენი მაღაზია მომხმარებელს სთავაზობს, არის სივრცე, სადაც შესაძლებელია ყველა იმ ატრიბუტის შეძენა, რომელიც საოჯახო ყოველდღიურობაში არის საჭირო. ჰიგიენური საშუალებები, სარეცხი საშუალებების ფართო არჩევანი, ტუალეტის ქაღალდები, სველი ხელსახოცები, ჭურჭელი და სხვა ყველაფერი, რაც ოჯახისთვის აუცილებელი არის. ამ ყველაფრის შეძენა კი ჩვენთან ყველაზე დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ დავრჩეთ მომხმარებლისადმი ერთგული და ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის. მინდა, რომ ჩემი ქსელი უფრო გავაფართოვო და ბავშვობის ოცნების სრულ რეალიზაციას მივაღწიო. მინდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩვენმა ქსელმა შექმნას სივრცე, რომელის პირველი არჩევანი იქნება ქართველი დიასახლისებისთვის.„ვფიქრობ, რომ ის ხარისხი, ღირებულება და მეგობრული გარემო, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, განსაკუთრებულია.“ – ანა ზაზაძე

სიტყვა “დიასახლისი” ერთგვარად მზრუნველობასა და კომფორტის შექმნასთან ასოცირდება, შესაბამისად მაღაზიათა ქსელი „დიასახლისი“ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველა სასურველ ნივთსა და საჭირო ატრიბუტს ერთ სივრცეში გთავაზობთ. მრავალფეროვანი ნივთებისა და მეგობრული გარემოს ნაზავი – სწორედ ეს არის ის მთავარი ნიშა, რითაც დღეს  “დიასახლისს” წარმატებულს ხდის.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!