მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით პირველი ბანკნოტები მიმოქცევაში 2024 წლის შუა რიცხვებიდან შევა, ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
ჩარლზ III 5, 10, 20 და 50 გირვანქა სტერლინგის ახალი კუპიურების წინა მხარეს არის გამოსახული,დიზაინი ადრე არსებული ბანკნოტებისგან სხვა არაფრით განსხვავდება.
„მეტად ვამაყობ, რომ ბანკმა ჩვენი ახალი ბანკნოტების დიზაინი წარადგინა, რომელზეც მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტი არის გამოსახული,მეფე ბანკნოტებზე გამოსახული მეორე მონარქი გახდება. გარდაცვლილი დედოფლის, ელიზაბეტ II-ის გამოსახულების მქონე კუპიურები გადახდის კანონიერ საშუალებად დარჩება. ბანკი მათ ხმარებიდან მხოლოდ ცვეთის შესაბმისად ამოიღებს. დედოფლის პორტრეტი პირველად ბრიტანულ ბანკნოტებზე 1960 წელს გამოჩნდა“ – აცხადებს ინგლისის ბანკის მმართველი, ენდრიუ ბეილი
დეკემბრის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტით 50-პენსიანი მონეტები შევიდა მიმოქცევაში. ინგლისის ბანკის განცხადებით, რომ გადახდის ლეგალურ საშუალებად, ბანკნოტების მსგავსად, ელიზაბეტ II-ის პორტრეტის მქონე მონეტებიც დარჩება.