დღის სიახლეებისიახლეები

დიდ დიღომში ჰოკეის და ფიგურული ციგურაობის სტადიონის აშენება იგეგმება,სტადიონის მშენებლობა 50 მლნ ლარი დაჯდება

0
გაზიარება

თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ზომის ყინულის მოედნის მშენებლობის ტენდერი უშედეგოდ დასრულდა, ამიტომაც მთავრობამ ტენდერი კვლავ გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სტადიონი დიდ დიღომში აშენდება და ის 60/30 მეტრზე ორ მოედანს გააერთიანებს. გამოცხადებული ტენდერის თანახმად, სტადიონის მშენებლობა 50 მილიონი ლარი დაჯდება.

საქართველოში ამ ზომის ყინულის მოედანი ამ დრომდე არ არსებობს. ახალი ყინულის მოედანი ჰოკეის; ფიგურული ციგურაობის; კერლინგისა და შორტ-ტრეკის შეჯიბრებებსა და სასწავლო პრაქტიკას უმასპინძლებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 16,112 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება.

შესყიდვა Design-build მეთოდით განხორციელდება, შესაბამისად დაინტერესებულმა კომპანიებმა სახელმწიფოს თავიანთი არქიტექტურული პროექტებიც უნდა შესთავაზონ.

● ყინულის მოედნის რაოდენობა – 2;
● ყინულის მოედნის ზომა – 60 მეტრი 30 მეტრზე ;
● მაყურებლების რაოდენობა, ძირითად მოედანზე – 1500, მეორე მოედანზე 150-200; გასახდელების რაოდენობა ძირითად მოედანზე 6, მეორე მოედანზე 4;
● მოედნის გაბარიტული ზომა – სიგრძე 60 მეტრი, სიგანე 30 მეტრი;
● მოედნის ოთხივე გვერდი უნდა იყოს მოხრილი თაღისებრი ფორმით და დიამეტრი უნდა შეადგენდეს 7-8.5 მეტრს;
● ყინულის მოედნის ზედაპირიდან პირველი ობიექტი უნდა გვხვდებოდეს მინიმუმ 7 მეტრის სიმაღლეზე;
● მოედანზე უნდა იყოს 2 ე.წ. ბენჩი (მოთამაშეების სკამები) რომლებიც ცენტრის ხაზიდან უნდა იყოს დაშორებული მინიმუმ 2 მეტრით, სიგრძე 10 მეტრი, სიგანე 1.5 მეტრი. თითოეულ ბენჩს უნდა ჰქონდეს მოედანზე გასასვლელი 2 კარი;
● ბენჩის მოპირდაპირე მხარეს უნდა იყოს საჯარიმო ყუთები ე.წ. Penalty Box-ები და Penalty Boxებს შორის უნდა იყოს ე.წ Scorekeeper’s Bench, ანგარიშს ვინც ითვლის და დროს ვინც აკონტროლებს მათთვის სკამები.
მოთხოვნილი გამოცდილების მიხედვით, ტენდერში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც ყინულის მოედნის მოწყობის ან რეაბილიტაციის გამოცდილება აქვთ.

“პრეტედენტს უნდა გააჩნდეს არაუმეტეს 3 (სამი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამურად სულ მცირე 25,000,000 ლარის ღირებულების, სამოქალაქო, ან სამრეწველო (სამრეწველოს შემთხვევაში: დახურული ტიპის, არანაკლებ IV კლასის) დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები, საიდანაც მინიმუმ 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულება სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს, სულ მცირე 10,000,000 ლარის ღირებულების, სპორტული დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოებს (პირობა N1), ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 20,000,000 ლარის ღირებულების, სპორტული დანიშნულების შენობ(ებ)ის მშენებლობის, ან რეკონსტრუქციის, ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები,”- აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს იწყება და 16 ოქტომბერს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!