ფრანგი დიზაინერი ტიერი მუგლერი (Thierry Mugler) 73 წლისა გარდაიცვალა.
მუგლერის მიერ შექმნილ სამოსს მსოფლიოში ცნობილი მრავალი ვარსკვლავი ატარებდა, მათ შორის – დევიდ ბოუი, ჯორჯ მაიკლი, შერონ სტოუნი და ლეიდი გაგა. მისი შექმნილი დიზაინით შექმნილი სამოსით მაყურებლის წინაშე არაერთხელ წარმდგარა ბიონსე, მიუგლერის შექმნილი ცნობილი კაბა ეცვა კიმ კარდაშიანს 2019 წლის Met Gala-ზე.
მისი ბრენდი ცნობილი გახდა ისეთი სუნამოებით Angel-ი და Alien-ი.
მუგლერი 1948 წელს, სტრასბურგში დაიბადა. 14 წლისა Ballet du Rhin-ში ცეკვავდა. 1970-იან წლებში პარიზში თავისი პირველი ბუტიკი გახსნა.