დღის სიახლეებისიახლეები

დიზელი გაიაფდება,ბენზინის ფასის კლება კი შესაძლოა,შეჩერდეს – იობაშვილი

0
გაზიარება

დიზელის ტიპის საწვავზე ფასი შემცირდება,ამის პარალელურად, ბენზინზე ფასის კლება შესაძლოა, შეჩერდეს – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.

„დღეისთვის, თბილისის და ქვეყნის მასშტაბით ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი არის 2,10 – 2,15 (2,09) ლარი. მას (ეკონომიკის მინისტრს) არ ჰქონდა კონკრეტიკა მხოლოდ ბენზინის ფასზე, როდესაც ამაზე ვისაუბრეთ. სხვა შემთხვევაში ჩვენ უნდა მოვძებნოთ რესურსი, ჩვენ უნდა დავდოთ ფაქტები (რასაც აუცილებლად გავაკეთებთ), მაგრამ თუ რესურსი არ მოგვცემს ამის უფლებას, რომ რეგულარზე კიდევ უფრო დავაკლოთ, სამწუხაროდ, შეჩერდება.თუმცა, არ შეჩერდება და დაანონსებულია და პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ამ დღეებში დიზელის საწვავზე დაიწყება (თუ უკვე არ დაწყებულა), ფასთა კლების ტენდენცია.

წინმსწრებად არანაირი გათვლა ნავთობპროდუქტების ბაზარზე არ შეიძლება, ვერანაირი „ნოსტრადამუსი“ ვერ გათვლის, რა იქნება ხვალ, მაგრამ რაც უკვე ვახსენე, რესურსებიდან გამომდინარე უნდა გამოიძებნოს ის გზები, რომ დიზელის ფასი წამოვიდეს ქვემოთ. ზუსტ რიცხვს ვერ დაგისახელებთ, რა საშუალებას მოგვცემს რესურსები, ამაზე ვისაუბროთ ხვალ და ზეგ“,- განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!