ბიზნესიდღის სიახლეებიესთეტიკა

Dr.Botanicals, Skinchemists, Organic & Botanic და Piuma – ექსკლუზიურად Veli.store-ზე

0
გაზიარება

სილამაზისა და თავის მოვლის კატეგორიაში Veli.store-ზე სიახლეებია. ვეგანური და Cruelty free ბრენდების ფართო არჩევანს კიდევ 4 ახალი წარმომადგენელი ექსკლუზიურად ველიზე დაემატა. თუ ამ ბრენდებს აქამდეც იყენებდით, საქართველოში მათი გამოჩენა განსაკუთრებულად გაგახარებთ.

Dr.Botanicals

Dr Botanicals ბუნების სილამაზის მოყვარულებმა ლონდონში შექმნეს. Მათი პროდუქტები არასოდეს გამოცდილა ცხოველებზე და ყოველთვის 100% ვეგანურია.

ნატურალური ინგრედიენტებისაგან დამზადებულ მრავალფეროვან ასორტიმენტში შევხდებით სახის ნიღბებსდღის/ღამის კრემებს, შრატებსა და ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქტებსაც კი, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის.

Skinchemists

SkinChemists-ის ისტორია 1800-იან წლების ინგლისში, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ქიმიკოსების დახმარებით, მას შემდეგ გაჩნდა, რაც აღმოაჩინეს, რომ მაშინ, როდესაც გამოიყურები საუკეთესოსად და თავსაც ასევე გრძნობ, მთელი სამყაროს შეცვლა შეგიძლია.

ველიზე შეხვდებით Skinchemists-ის შრატებსნიღბებსა და დამატენიანებელ საშუალებებს ჰიალურონისრეტინოლისა და კოლაგენის შემცველობით. თითოეული მათგანი ცხოველებზე ტესტირების გარეშეა შექმნილი.

Organic & Botanic

კანის სრულო ჰარმონიისთვის შექმნილი Organic & Botanic 3 განსხვავებულ კოლექციას, იგივე რიტუალს აერთიანებს: მანდარინის, ამაზონისა და მადაგასკარის რიტუალებს.

თითოეული პროდუქტის ფორმულა საუკეთესო 98% ბუნებრივი

 

ინგრედიენტებით მიიღება და არ შეიცავს პარაბენებსა თუ სულფატებს.

 

Veli.store-ზე აღმოაჩენ კანისა და თმის მოვლისთვის შექმნილ პროდუქტებს სამივე კოლექციიდან, როგორებიცაა: თმის კონდიციონერი, სახის შრატიდამატენიანებელი კრემი და ა.შ.

Piuma

იტალიური ბრენდი Piuma თავიდან ქმნის პირის ღრუს მოვლის მთელს სამყაროს. ის აერთიანებს დახვეწილ დიზაინს, მეცნიერებასა და პრაქტიკულობას, რათა ყოველდღიურად იზრუნოს თქვენს ღიმილზე.

კომპანია თავის პროდუქტების მუდმივი კვლევის შედეგად ქმნის და ყოველთვის ითვალისწინებს ეკო მეგობრულობასაც.

ველიზე ნახავ Piuma-ს კბილის ჯაგრისებსა და პირის ღრუს მოვლის სრულყოფილ ნაკრებებს.

ოთხივე ბრენდის პროდუქციის შეძენა www.veli.store-ზე უკვე შესაძლებელია. თუ გინდათ თქვენი აბაზანის თაროები მალევე გაივსოს მაღალი ხარისხის, ვეგანური, Cruelty free თავის მოვლის საშუალებებით, აღმოაჩინეთ ყველა სასურველი პროდუქტი ველიზე და მიიღეთ შეკვეთა იმავე დღეს 3 საათში. Მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

თითოეული მათგანი ძალიან კარგი საჩუქარიც იქნება იმ მეგობრებისთვისაც, რომლებიც თავის მოვლის რიტუალებს ყოველდღიურად ასრულებ. მათთვის საჩუქრის გაგზავნა ვებგვერდიდანვე სასაჩუქრე შეფუთვითა და კეთილი სურვილებით სავსე ბარათთან ერთად შეგიძლიათ.

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!