ეგვიპტური ხახვის 2023 წლის მოსავალი უკვე საქართველოს ბაზარზე იყიდება. პროდუქტის საბითუმო ღირებულება კილოგრამზე დაახლოებით 2,5 ლარს შეადგენს. თუმცა ბაზარზე უფრო დაბალფასიანი ხახვიც არის, ამიტომ ეგვიპტური ხახვის საქმე არც ისე კარგად მიდის – ამის შესახებ East-fruit-ი ბაზრის ანალიზზე დაყრდნობით წერს.
იმპორტირებულ ხახვი ზომაში მოიკოჭლებს, თუმცა იმპორტიორები იმედოვნებენ, რომ ისინი სრული პარტიის რეალიზებას შეძლებენ, რადგან აზერბაიჯანული და ირანული ხახვი ქართულ ბაზარზე მაისის შემდეგ შემოვა, ამ დროისთვის კი ეგვიპტის ხახვი ხელმისაწვდომი აღარ იქნება
ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კვლავ საკმაოდ დიდი რაოდენობით არის ხახვი, რომელიც ამ ქვეყნების ნაწილიდან ექსპორტზე გადის. ამასთან, უზბეკეთში ხახვი უფრო იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში.