სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა სექტემბერში 8.8%-ით გაიზარდა.
022 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.2 პროცენტით განისაზღვრა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მშენებლობა, სასტუმროები და რესტორნები და დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობა.