2022 წლის პროგნოზით, საბაზისო სცენარში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზრდება – ინფომაციას ამის შესახებ გალტ&თაგარტი კვირის ეკონომიკურ მიმოხილვაში ავრცელებს.
პირვანდელი პროგნოზით, ეკონომიკა 3%-ით უნდა გაზრდილიყო, შემდეგ პროგნოზით – 4.5%-მდე. კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით კი, საბაზისო სცენარით ეკონომიკა 9.2%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო ალტერნატიულ სცენარში 10.6%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.
„დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 7.1%-ით გაიზარდა (პირველადი შეფასებით ზრდა 7.2% იყო). აღნიშნულ პერიოდში, ეკონომიკურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ელ. ენერგის მიწოდება (+75.9%), ტრანსპორტი (+18.6%), ინფორმაცია და კომუნიკაცია (+27.7%), სოფლის მეურნეობა (+10.9%), განათლება (+12.0%) და ვაჭრობა (+3.0%). ამასთან, ზრდაში უარყოფითი კონტრიბუცია მოდიოდა ჯანდაცვის (-12.7%), მშენებლობის (-3.2%) და უძრავი ქონების (-2.7%) დარგებზე. ჩვენი მიმდინარე პროგნოზით, საბაზისო სცენარში საქართველოს ეკონომიკის 9.2%-იანი ზრდა, ხოლო ალტერნატიულ სცენარში (რომელიც ეფუძნება საგარეო შემოდინებების მაღალი ზრდის გაგრძელებას წლის ბოლომდე) 10.6%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი”, – წერია გალტ & თაგარტის კვირის მომოხილვაში.