ქართული, წამყვანი IT პლატფორმების შემქმნელმა კომპანია Lemondo-მ მომხმარებელს ელ. კომერციის პლატფორმა „eCommerce 360-“ წარუდგინა.
„eCommerce 360“ არის მაღალტექნოლოგიური, სრულყოფილი ელ.კომერციის პლატფორმა ბიზნესებისთვის, რაც აერთიანებს ეფექტურ ონლაინ მაღაზიას, მობილურ აპლიკაციებს, უნივერსალურ ონლაინ გადახდებს და სწრაფი საკურიერო მიწოდების გადაწყვეტილებებს. იგი სრულად ფარავს იკომერსის ბიზნესს პროცესებს: გაყიდვიდან დაწყებული მომხმარებლამდე მიტანით დასრულებული,სწორედ ამიტომას ჰქვია „eCommerce 360“. პლატფორმა ქართული წამყვანი IT პლატფორმების შემქმნელის კომპანია Lemondo-ს მიერ შეიქმნა
პროდუქტის შემუშავებაში Lemondo – ს პარტნიორები არიან გადახდების სფეროში – საერთაშორისო ფინტექ სტარტაპი PAYZE, რომელიც საქართველოში შეიქმნა, ხოლო მიწოდების ნაწილში – QuickShipper (QSHPR.com) ქართული კურიერების სამართავი სტარტაპი,რომელიც 500 Global-ის ქართულ აქსელერატორში მოხვდა და სწრაფი ტემპებით ემზადება პროდუქტს, ერთდროულად მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში დანერგვისთვის.
იკომ 360 -ის პრეზენტაცია წარმოადგენს სამ წარმატებული IT პროდუქტის ნაკრებს, რაც ერთმანეთში ინტეგრგაციით ქმნის იკომერსის სრულფასოვან გადაწყვეტილებას.
პროდუქტი არის software პლატფორმა, რაც მას ხდის უნივერსალურს. ის ხელმისაწვდომია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში არსებული ბიზნესისთვის, ვინც გეგმავს ელ.კომერციაში შესვლას ან სურვილი აქვს უკვე არსებული პლატფორმა გააუჯობესოს.
დღეს მომხმარებლების 70%-ს ურჩევნია ტრანზაქცია მობილური ტელეფონით განახორციელოს. დესკტოპ ვებ გვერდისა და მობილურ აპლიკაციებს თუ შევადარებთ, თითქმის 5-ჯერ მეტი ტრანზაქცია სრულდება მობილური აპლიკაციით.
მიტანის დრო 2-3 დღე აღარ აკმაყოფილებს მომხმარებელს და იმავე დღეს მიტანა სურს, რაც ახალ ლოჯისტიკური ამოცანების გადაჭრას მოითხოვს ბიზნესებისთვის. გადახდის მეთოდები უნდა იყოს უნივერსალური, მარტივი და მობილურის ერთი დანათებით ხდებოდეს ბარათის მონაცემების შეყვანა“, – აცხადებს „ლემონდუ გროუს” თანადამფუძნებელი ლევან კილაძე.
„eCommerce 360” მისი უნივერსალურობით ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაციფრულებას, რაც მნიშვნელოვანია ელ კომერციის განვითარებისთვის. იგი დაეხმარება კომპანიებს მარტივად მოახდინონ ციფრული ტრანსფორმაცია და მიიღონ ყველა საჭირო ტექნიკური ინსტრუმენტები, რაც საჭიროა თანამდეროვე და ეფექტური ელ.კომერციის დანერგვისთვის.
„პლატფორმის დეველოპმენტის საწყის ეტაპზევე შევისწავლეთ მომხმარებლების წინაშე არსებული პრობლემები და მათი საჭიროებები, რაზე კონცენტრირებითაც შევქმენით პროდუქტი ecommerce 360.
ჩვენ მომხმარებლებად აღვიქვამთ როგორც ჩვენს პირდაპირ პარტნიორებს, ონლაინ ბიზნესებს, ასევე მათ საბოლოო მომხმარებლებს. მომხმარებლის ტიპი: ბიზნესი, რომელსაც ვუნერგავთ ჩვენს პროდუქტს და საბოლოო ბიზნესის მომხარებელი, რომელიც უკვეთავს ჩვენი პროგრამის დახმარებით. ჩვენი მიზანი იყო და არის ორივე მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ზრდა, რასაც ვფიქრობ „eCommerce 360” წარმატებით წყვეტს“, – აცხადებს „იკომ360“-ის დამფუძნებელი დირექტორი სოსო გეგეჭკორი.