„საქსტატის’’ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებული 1,171 მლრდ აშშ დოლარის პროდუქციიდან, თითქმის 42% მსხვილ კომპანიებზე მოდის .
ეს კომპანიებია:
- “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი”
- სს RMG Copper
- სს რუსთავის აზოტი
- შპს RMG Gold
- შპს აჭარა ტექსტილე
- შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
- შპს ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია
- შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
- შპს ჯეი თი აი კავკასუს
- შპს ჯორჯიან მანგანეზ
” აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს “აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი”– 2010 წელს დარეგისტრირდა. ” ბორჯომის” მფლობელი და მმართველი კომპანია „ინვესტმენტ ლიმიტედი“. კომპანიისთვის დაწესებული სანქციების გამო, 1 104 აქცია უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს სახელმწიფოს. ამის შემდეგ, აქციონერთა სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრა- კომპანიის 49.99% აქციების მფლობელი იქნება კომპანია „ერასმონი ლიმიტედი რასიში”. ამ კომპანიის რამდენიმე მფლობელი რომლებიც სანქცირებულები არიან ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ კომპანია „რისაში’’ აღარ იქნებიან უმრავლესობის მქონენი.
„Black Waters Limited’’ არის მეორე მსხვილი აქციონერი კომპანია, კომპანიას აქციების 38.8% მფლობელია, 3.79% ეკუთვნის „ბორჯომის’’ ყოფილ თანამშრომელს და სხვადასხვა აქციონერებს.
შპს RMG Gold – კომპანია 2010 წელს დაარსდა. კომპანიის 96.21% უკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „მაინინგ ინვესთმენთს’’, სააქციო საზოგადოება RMG Copper არის კომპანიის 3.79% მფლობელი. “მაინინგ ინვესთმენთი” ეკუთვნის კვიპროშში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდს“, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია თორნიკე ლიპარტია.
შპს “აჭარა ტექსტილე” – 2010 წელს დაარსდა. კომპანიის 100%-ანი წილი თურქეთში რეგისტრირებულ სააქციო საზოგადოებას “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ” ეკუთვნის. საქართველოში ხელძღვანელი პირები არიან, როგორც თურქეთის ისე საქართველოს მოქალაქეები, რაიფ საიგინი და ონურ სეზერი, გია ლომინაძე, ლაშა ხალვაში და დათო ჯაიანი.
შპს “სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი” – 2018 წელს დაარსდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით კომპანიის მფლობელი და დირექტორი გიორგი ძელიძეა.
შპს “ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია” – კომპანია 2010 წლს დაარსდა. კონპანია „ტიოიტა ცუში კორპორეიშენს’’ უკუთვნის. კომპანია იაპონიშია რეგისტრირებული და მისი პრეზიდენტი იაპონიის მიქალაქე კიჯი მათსუნოა.
შპს “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია” – კომპანია 2010 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებელი კომპანია სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული საერთაშორისი კომპანია „გრინფილს ფაინენშეიალ კორპსია’’. დირექტორი მამია ბერიძე
შპს “ჯეი თი აი კავკასუს” – კომპანია 2011 წელს დაფუძნდა და ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას JT International Holding B.V ეკუთვნის. დირექტორი ბელარუსი-შვეიცარიის ორმაგი მოქალაქე სერგეი ბუსკაა.
შპს “ჯორჯიან მანგანეზი” – კომპანია 2010 წელს არის რეგისტრირებული. ის არის ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის” საკუთრებაში. დირექტორი უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ლოზინსკი, ხოლო სპეციალური მმართველი – ნიკოლოზ ჩიქოვანი.
სს RMG Copper – 2020 მდგომარეობით, კომპანიის პირდაპირ მშობელი კომპანია საქართველოში რეგისტრირებული კომპანია შპს “მაინინგ ინვესთმენთს”-ი, 99.6%. მასზე საბოლოო კონტროლის მქონე მხარე არის დიმიტრი ტროიცკი.
სს “რუსთავის აზოტი” – კომპანია 2016 წელს დაფუძნდა.თავდაპირველად სააქციო საზოგადოება, შემდგომში “კომპანია”. კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზოტის სასუქების და ოქროს გამოტუტვის პროდუქტების წარმოებაა. კომპანიის მთავარი საექსპლუატაციო აქტივია რუსთავის აზოტის ქარხანა. 2020 წლისა მონაცემებით, კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს სს „EU Investments“ ,რომლის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის ეფრემ ურუმაშვილი.