სტატისტიკის ეროვნული სამსახური ყოველწლიურად ატარებს გამოკითხვას იმის შესახებ თუ რა სექტორში დასაქმებული პირები რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკით, ეკონომიკის 16 სექტორიდან, 12 სექტორში დასაქმებულები რეგულარულად კვირაში 40 საათზე მეტ ხანს მუშაობენ. სტატისტიკის მიხედვით, ამ სფეროებს შორისაა საჯარო სამსახურიც, სადაც ზეგანაკვეთი კვირაში 5.7 საათს შეადგენს. სასტუმროებისა და რესტორნების დარგში კი საშუალო ზეგანაკვეთი 13 საათს შეადგენს. სამშენებლო სექტორში კი ზეგანაკვეთი კვირაში 8.9 საათია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ნაკლებს განათლების სექტორში მუშაობენ, სადაც საშუალო სამუშაო კვირა 29.2 საათია, რაც დღეში 5.84 საათის ტოლია.
რომელ სექტორში რამდენი საათის განმავლობაში მუშაობენ კვირაში:
• ტრანსპორტი და დასაწყობება – 48.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.9 საათი;
• სასტუმროები და რესტორნები – 48.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.9 საათი;
• მშენებლობა – 48 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8 საათი;
• საბითუმო და საცალო ვაჭრობა – 48 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8 საათი;
• სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – 45.7 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 5.7 საათი;
• მრეწველობა – 44.2 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 4.2 საათი;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 43 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 3 საათი;
• ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 42.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.9 საათი;
• სხვა სახის მომსახურება – 42.7 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.7 საათი;
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 42.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.6 საათი;
• ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 41.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 1.6 საათი;
ამ სექტორებში დასაქმებულებს ძირითადად არ უწევთ ზეგანაკვეთური მუშაობა:
• უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 39.2 საათი კვირაში;
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 38.9 საათი კვირაში;
• ხელოვნება, გართობა და დასვენება – 36.6 საათი კვირაში;
• სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 34.2 საათი კვირაში;
• განათლება – 29.2 საათი კვირაში.
მეთოდოლოგია – სამუშაო კვირის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა გულისხმობს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვირაში ყველაზე ხშირად ნამუშევარი საათების საშუალო რაოდენობას, ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჩათვლით.
საქართველოში სულ 1.2 მილიონი არის დასაქმებული, მათგან 818 ათასი ადამიანი დაქირავებით დასაქმებულია, 382 ათასი კი თვითდასაქმებული.