დღის სიახლეებისიახლეები

სოციალური პაკეტის მიმღებთათვის შემწეობა გაიზარდა

0
გაზიარება

მთავრობის დადგენილების თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების კატეგორიაში შემწეობა გაიზარდა შემდეგი ქვეჯგუფისთვის:

  • საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა მკვეთრად გამოხატულ შშმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი – 734 ლარი;
  • საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა მკვეთრად გამოხატულ შშმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 2 შვილი – 634 ლარი;
  • საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილი მეომრის მკვეთრად გამოხატულ შშმ მარტოხელა მშობელს – 534 ლარი;
  • საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის 463 ლარი;
  • საბრძოლო მოქმედებებში გარდაცვლილთა მკვეთრად გამოხატული შშმ უფროსი ასაკის მშობლის, მეუღლის ან 18 წელს ზემოთ ასაკის შვილისთვის – 434 ლარი;

შემწეობა გაიზარდა სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის და 434 ლარი შეადგინა.

დადგენილების თანახმად, სოციალური დახმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!