ბიზნესიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

გეგმავს თუ არა ,,მეამა” პროდუქციის გაძვირებას

0
გაზიარება

“მეამას”, რომელიც ყავის მარცვლის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახორციელებს, ბოლო ერთ წელში ნედლეული 20-30%-ით გაუძვირდა.

“მეამას” გენერალური დირექტორი ლუკა კაპანაძე ფასის ზრდას გასულ წელს ცუდი მოსავლიანობით და ყავის იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით ხსნის. როგორც მან bm.ge-ს განუმარტა, კომპანიაში ფასის ზრდას ამ ეტაპზე არ გეგმავენ, თუმცა მის შენარჩუნებას როდემდე შეძლებენ არ იცის.

“ვცდილობთ მსოფლიო ბაზრებზე ყავის მარცვალზე ფასის ზრდას ჩვენი საოპერაციო პროცესების გაიაფებით ვუპასუხოთ და არა ყავაზე ფასის ზრდით. ამასთანავე, ჰორეკა სექტორში მომხმარებლების გააქტიურება შეინიშნება და გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ჩვენს ყავაზე კაფე-რესტორნებში მოთხოვნის 35-40%-იანი ზრდაა.

საცალო ვაჭრობის მიმართულებით შემცირებული მოგების მარჟების დაბალანსებას ჰორეკა სეგმენტით ვცდილობთ. საბოლოო ჯამში ფასის შენარჩუნება რამდენად დიდხანს იქნება შესაძლებელი, რომ გაზრდილმა პროდუქციის ღირებულებამ გასაყიდ ფასებზე არ იმოქმედოს, ამის პროგნოზირება რთულია. პროდუქციის 30%-40%-ით გაძვირება თუ  მოხდება, ჩვენ გასაყიდი ფასების გადახედვა მოგვიწევს,” – განმარტა ლუკა კაპანაძემ.

აღსანიშნია, რომ 2022 წელს საქართველოში ყავის იმპორტის მოცულობა 24.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში 2,832 ტონა ყავა შემოვიდა, რაშიც ქვეყანამ 9.9 მილიონი დოლარი გადაიხადა. 1 ტონის საშუალო ფასი 3,503 დოლარი იყო.

გასულ წელს ქვეყანამ 2,270 ტონა ყავა შეიძინა და 6.1 მილიონი დოლარი გავიდა ქვეყნიდან. 1 ტონა ყავის საშუალო ფასი 2,704 დოლარი იყო. წლევანდელი ფასი, გასული წლისაზე 30%-ით მეტია.

საქართველო ყავის მარცვალს რამდენიმე ქვეყანაში ყიდულობს. ყავის 5 უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას შორის ინდონეზია (1,579 ტონა), ვიეტნამი (403 ტონა), რუსეთი (226 ტონა) გერმანია (155 ტონა) და იტალია (102 ტონა) ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!