დღის სიახლეებივაჭრობის სფეროკვებასაინტერესო სიახლეებისტარტაპებიქართული წარმოება

“დღეში 10 000 მამალოს დამზადებას შევძლებ” – 14 წლის მეწარმის გეგმები

0
გაზიარება

ჯოხიანი კანფეტების მწარმოებელი კომპანია „დორა“ წარმოების გაზრდას გეგმავს.

„დორას“ დამფუძნებელმა 14 წლის გიორგი შეშაბერიძემ თქვა, რომ წარმადობის გაზრდას 100 000 ლარის ღირებულების დანადგარის შეძენით მოახერხებს და ახლა თუ დღეში 2 000 ჯოხიან კანფეტს ამზადებს, ამ დანადგარით დღეში 10 000-ის მომზადებას შეძლებს.

მისივე თქმით, სამომავლოდ მოლებსა და აეროპორტებში „დორას“ სტენდების დადგმაც განიხილება.

„წარმადობის გაზრდის მიზნით დანადგარის შეძენას ვაპირებ, რომლის ღირებულებაც 100 000 ლარამდეა. ამ დანადგარით დღეში 10 000 ცალი მამალოს დამზადებას შევძლებ, როცა ამ დროისთვის 2 000-ს ვამზადებ. დაგეგმილი მაქვს მარკეტინგული აქტივობებიც. ამასთან, ჯერჯერობით საწარმო და დისტრიბუცია გვაქვს, შემდგომ მოლებსა და აეროპორტებში სტენდების დადგმას ვაპირებ“ – ამბობს „დორას“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის: „დორა“, რომელიც 14 წლის მეწარმემ 9 წლის ასაკში დააფუძნა, 10 სახეობის ჯოხიან კანფეტს აწარმოებს და 700-მდე მაღაზიასა და 4 სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობს. „დორას“ ტკბილეულის ფასები 70 თეთრიდან 2 ლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ „დორამ“ მონაწილეობა პროექტ “შარქ თენქში” მიიღო, საიდანაც 150 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა.ადგილობრივი წარმოებადორა

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!