მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ არ შეიძენს სოციალურ ქსელ Twitter-ს იქამდე, ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ყალბი ანგარიშების რაოდენობა 5%-ს არ აღემატება.
„გუშინ Twitter-ის გენმდივანმა საჯაროდ თქვა უარი, წარმოედგინა იმის მტკიცებულება, რომ ყალბი ანგარიშების რაოდენობა 5%-ს არ აღემატება. ეს შეთანხმება [Twitter-ის შეძენის შესახებ] წინ არ წაიწევს, სანამ ასეთი მტკიცებულება არ იქნება წარმოდგენილი“, – წერს მასკი.
მისივე თქმით, ამჟამად სოცქსელის ანგარიშების 20%-ზე მეტი ყალბია.