სტარტაპებიდღის სიახლეებისიახლეები

მსოფლიოს ინოვაციური სტარტაპები

0
გაზიარება

საქართველოში სიტყვა სტრატაპმა ბოლო რამდენიმე წელია უკვე დაიმკვიდრა ადგილი, მსოფლიო კი უკვე არაერთ წარმატებულ ისტორიას უიცნობს. ამ კომპანიების საწყისი კაპიტალი არც თუ ისე დიდია, თუმცა, მრავალი მათგანი ინოვაციური მიდგოების გათვალიწინებით დღეს მილიონობით დოლარის გამომუშავებასაც მაინც ახერხებს.

”Business insider” აქვეყნებს იმ ინოვაციური სტარტაპების ჩამონათვალს, რომლებმაც ბაზარზე პოზიციონირება სწორედ განსხვავებული მიდგომებით მოახერხეს. მათ შორის მოხვდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს.

ერთ-ერთი ასეთი სტარტაპი Apeel Sciences-ია, რომელიც ერთგვარი საკვები ნივთიერებაა, რომლის საშუალებითაც პროდუქტი ინარჩუნებს კვებით ღირებულებას იმაზე უფრო დიდი ხნით, ვიდრე ის ჩვეულებრივ პირობებშია შესაძლებელი. გამოგონება ბილ გეიტსს და ვენჩურული კომპანიის წარმომადგენელს ანდრეი გოროვეცს ეკუთვნის. სულ ცოტა ხნის წინ კი სტარტაპმა წარადგინა ავოკადო, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს კვებით ღირებულებას. ის კი უკვე იყიდება სხვდასხვა მაღაზიაში.

Drive.ai- სტენფორდის უნივერსიტეტის სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით თვითმართვადი ავტომობილების დაპროექტების შესაძლებლობას იძლევა და პროცესს ბევრად უფრო ამარტივებს.

Everledger- ამ სტარტაპის საშუალებით შესაძლებელია ბრილიანტის ფერის, კარატების რაოდენობის და ძვირფასეულობის სერთიფიცირება. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ პროდუქტის საშუალებით ამ სფეროში თაღლითობა შემცირდება.

Ovamba- მობილური აპლიკაციის სტარტაპია, რომლის ავტორიც აფრიკელი ქალია. აპლიკაციის საშუალებით კი მცირე ბიზნესის მფლობელები ეძებენ ინვესტორებს, რომლებიც მათ ფინანსურად დაეხმარებიან.

XM Cyber – ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც ავტომატურად პოულობს სიგნალს ჰაკერების შესაძლო თავდასხმის შესახებ და მაშინვე აცნობებს კომპანიებს.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!