დღის სიახლეებიმომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეები

“რომპეტროლის” ფასდაკლების ბარათების გამოყენება კვლავ შესაძლებელია

0
გაზიარება

 „ რომპეტროლის“ მომხმარებლებს ბენზინგასამართ სადგურზე ფასდაკლების ბარათების გამოყენება კვლავ შეუძლიათ. კომპანიის განცხადებით, ლოიალობის პროგრამის აღდგენის პროცესი დაიწყო და აღნიშნულ სერვისზე წვდომა ერთგულ მომხმარებელს 1-ელი მაისიდან აღუდგათ.აღსანიშნავია, რომ ფასდაკლების ოდენობა ნებისმიერი ტიპის თითოეულ ლიტრ საწვავზე – სტანდარტული 8, 12 და 15 თეთრის ნაცვლად (კლასიკის, პრემიუმისა და გოლდ ტიპის ბარათის მფლობელებისთვის) – ამიერიდან 20 თეთრს შეადგენს. ეს ტარიფი 4 თვის განმავლობაში შენარჩუნდება. „ძვირფასო მომხმარებელო, დაგიბრუნდით სასიხარულო ინფორმაციით – დაიწყო ლოიალობის პროგრამის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი და 1-ელი მაისიდან ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კვლავ შეგიძლიათ „რომპეტროლ ქარდით“ სარგებლობა. მადლობას გიხდით თანადგომისა და ერთგულებისთვის!“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!