დღის სიახლეებიბანკებიდეველოპერებიმშენებლობა

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორისა და მდგრადი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს

0
გაზიარება

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორისა და მდგრადი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით კომპანია „გრინ დეველოპმენტი“ პროექტის-„მწვანე უბანი ლისთან“ გაფართოებას გეგმავს.

მწვანე უბანს ლისთან 8 167 მ2-ის მოცულობის კიდევ ერთი საცხოვრებელი ბლოკი დაემატება. პროექტის ბიუჯეტი 4 მლნ აშშ დოლარია და ის მოიცავს კომერციულ ფართს, პარკინგებს და საცხოვრებელ ფართებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება მიმდინარეობს ევროპული სტანდარტების მქონე ენერგოეფექტური, დაბალ სართულიანი (4-5) განაშენიანებით. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია დიდი სარეკრეაციო ზონების, სკვერების, სასეირნო სივრცეების და ველობილიკების მოწყობა. ასევე, დამონტაჟდება მზის ენერგიის პანელები, რომლის საშუალებითაც განათდება სადარბაზო, სადგომები და საერთო სარგებლობის სივრცეები.

საქართველოს ბანკსა და „გრინ დეველოპმენტს“ რამდენიმე წლიანი პარტნიორობა აკავშირებთ. არსებული თანამშრომლობის შედეგად ლისის ტბის მიმდებარედ საცხოვრებელ კომპლექსში „მწვანე უბანი ლისთან“ უკვე აშენებულია ექვსი საცხოვრებელი ბლოკი, რომელიც მოიცავს 1,5 ჰექტარზე – კვ მეტრზე არსებულ საცხოვრებელ კომპლექსს. ამ პროექტის განხორციელებისთვის ბანკის მხრიდან გამოყოფილი იყო 2 500 000 აშშ დოლარი.

ინფორმაციისთვის, „მწვანე უბანი ლისთან” კომპანია “გრინ დეველოპმენის“ მიმდინარე მსხვილი პროქტია, რომელიც შენდება ლისის ტბის მიმდებარედ 25 ჰა მიწის ნაკვეთზე და გათვლილია 5000–ზე მეტ ოჯახზე.
სახლებში გათვალისწინებულია:
• ფოიეს ტიპის შესასვლელები,
• დახურული და ღია ავტოსადგომები;
• ინდივიდუალური self storage ტიპის სათავსო ოთახები.
• კომერციული და საოფისე ფართები;
• სასეირნო ბილიკები;
• ბავშვების სათამაშო მოედნები;
• 30000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცის მოწყობა

მსგავსი სიახლეები

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!