დღის სიახლეებიბანკებიეკონომიკამთავარი ამბებიმომსახურების სფერო

საქართველოს მთავრობა პენსიების და სოციალური შემწეობების დარიგების მიზნით ახალ პარტნიორ ბანკს ეძებს

0
გაზიარება

საქართველოს მთავრობა პენსიების და სოციალური შემწეობების დარიგების მიზნით ახალ პარტნიორ ბანკს ეძებს. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 105 მილიონი ლარის 7-წლიანი ტენდერი გამოაცხადა. დღეს ამ ტენდერში წინადადებების მიღება ამოიწურა, რის შემდეგაც ავტომატურად წინადადებათა რიგითობით გასაჯაროება დაიწყო. ამჟამად სისტემაში მხოლოდ “ლიბერთი ბანკის” წინადადება ჩანს, რომელიც სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას 105 მილიონ ლარად სთავაზობს.

ეს არ ნიშნავს, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ “ლიბერთი ბანკმა” მიიღო. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის წესების თანახმად, ფასის და შეთავაზებული პირობების მიხედვით რიგითობით იხსნება კანდიდატების წინადადებები. ანუ ამჟამად უცნობია, აქვთ თუ არა ტენდერში წინადადება წარდგენილი “ლიბერთი ბანკის” გარდა სხვა ბანკებსაც. როგორც ცნობილია ამ ტენდერში მონაწილეობის მიღების ინტერესი ჰქონდა “საქართველოს ბანკსაც”.

“ლიბერთი ბანკი” აღნიშნავს, რომ სოციალური გასაცემლების დარიგებისთვის კონკურენტული უპირატესობა სწორედ მას გააჩნია, რადგანაც ბანკი 2001 წლიდან არიგებს პენსიებს და ქვეყნის მასშტაბით ამისთვის ყველაზე ფართო ქსელიც აქვს – რაც ფილიალებს, მობილურ სერვისცენტრებს და ბანკომატებს აერთიანებს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სატენდერო პირობების თანახმად, ბანკების წინადადების შეფასება ორი ძირითადი კრიტერიუმით უნდა მომხდარიყო. ერთი იყო პენსიის დარიგების ღირებულება, რაც მთავრობას წელიწადში 15 მილიონი ლარით (7 წელზე 105 მილიონი ლარით) აქვს განსაზღვრული. ამ კრიტერიუმს მთლიან შეფასების წონაში 30%-იანი წილი უჭირავს.

მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმი (შეფასების 70%-იანი წილი), რომლითაც პენსიის გამცემი ბანკი შეირჩევა, არის საპროცენტო განაკვეთი, რითიც ის ხანდაზმულებსა და სოცდაუცველებზე გასცემს სესხებს. განაკვეთების საწყისი წერტილის ათვლა იწყება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთების ინდექსიდან, რომელიც ამჟამად 10.6%-ს შეადგენს. მაქსიმალური განაკვეთი რომლიდანაც ტენდერში ვაჭრობაა დაშვებული არის 15% ანუ, საუბარია მაქსიმუმ 10.6%+15%=25.6%-ის საპროცენტო განაკვეთზე.

წარდგენილი წინადადების ეს ნაწილი არ არის საჯარო, რადგანაც ბანკების მიერ წარდგენილი წინადადებების “ფასების ცხრილი” საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის მითითების ველს არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საჯაროდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მითითებულია, რომ “ლიბერთი ბანკი” სახელმწიფოს ამ სერვისის მიწოდებას წელიწადში 15 მილიონ ლარად, ანუ 7 წელში 105 მილიონ ლარად შესთავაზებს, ხოლო წინასწარ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი, რითიც ბანკი სახელმწიფოს საპენსიო სესხების გაცემას სთავაზობს საჯარო არაა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად უცნობია მიიღეს თუ არა ტენდერში მონაწილეობა “ლიბერთი ბანკის” გარდა სხვა კომერციულმა ბანკებმაც.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!