დღის სიახლეებიეკონომიკაზოგადი განათლებასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

,,უცხოელი ტურისტები საერთოდ არ გვყავს“ – Hotel Mountain Mestia ისევ იყიდება

0
გაზიარება

„ბანკმა ვალი მეორედ აღარ გადაგვივადა. გვიწევდა გადახდა და ბოლო თვე ვეღარ გადავიხადეთ. ერთი თვის გამო, არ მგონია, რამე ისეთი ზომები მიიღონ, მაგრამ თუ კიდევ ვერ გადავიხადეთ, არ ვიცი, რა იქნება. ჯერჯერობით კარგი მოლოდინი არ გვაქვს“,- ამის შესახებ Hotel Mountain Mestia-ს მეპატრონემ ნათია ნაცარიშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა. საუბარია ობიექტზე, რომელიც, უკვე ერთ წელზე მეტია ინვესტორის მოლოდინშია, მყიდველის გამოჩენამდე კი, საკუთარი ძალებით მუშაობის გაგრძელებას ცდილობს.

თუმცა, როგორც ნათია ნაცარიშვილი აღნიშნავს, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უცხოელი ტურისტები ჯერ კიდევ არ ჩანან. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ნომრის ფასი განახევრდა, ადგილობრივების სტუმრობაც იშვიათი მოვლენა გახდა.

ცნობისთვის, Hotel Mountain Mestia-ს გაყიდვის მიზეზი პანდემიით მიყენებული ზარალია. როგორც ნათია ნაცარიშვილი ამბობს, ბანკის ვალი ერთხელ უკვე გადავადდა, რის გამოც, სესხი 60 ათასი ლარით გაუძვირდა. შესაბამისად, სულ უფრო იზრდება რისკი, რომ სასტუმროსთან ერთად, მთელი ქონება დაკარგოს.

„თუ გაიყიდება, ვალებიდან ამოვალ. ჩვენსკენ ტურისტებიც არ არიან. ამ დროს უკვე პიკი იყო, სანამ კოვიდი დაიწყებოდა. 1-2 ადამიანი თუ მოვა, ისინიც ქართველები არიან. ახლა უკვე სასტუმრო თავის შენახვასაც ვერ ახერხებს. ძალიან შევამცირეთ ფასები, 100 ლარად გვაქვს 2-ადგილიანი ნომერი, საუზმით, მაშინ, როცა მანამდე 200 ლარად გვქონდა. რაც ჯავშნებია, ტურისტული კომპანიებისგან, როგორც კი ვიზიტის დრო მოდის, უქმდება. მე ვფიქრობ, ეს ომმა განაპირობა, ამის მერე დაიწყო ისევ ჩავარდნები. არ ვიცი, რისკ ქვეყნად ვართ დასახელებული, თუ რა ხდება, უცხოეთიდან ჩამოსვლა ძალიან უჭირთ, ფაქტია, უცხოელი ტურისტები საერთოდ არ გვყავს.

რაც შეეხება სასტუმროს გაყიდვას, ინვესტორების მხრიდან ინტერესი სულ არის, მაგრამ არ ვიცი, მათაც თანხის რაღაც ნაწილის დამატება ალბათ, ბანკიდან უწევთ და იქ ექმნებათ ისევე პრობლემა, თუ რა არის მიზეზი, საბოლოოდ, მაინც თავს იკავებენ. ფასსაც ვერ დავწევთ. რომ დავაკლოთ, ვალიდანაც ვერ ამოვალთ. ბანკმა სესხი მეორედ აღარ გადაგვივადა. გვიწევდა გადახდა და ბოლო თვე ვეღარ გადავიხადეთ. ერთი თვის გამო, არ მგონია, რამე ისეთი ზომები მიიღონ, მაგრამ თუ კიდევ ვერ გადავიხადეთ, არ ვიცი, რა იქნება. ჯერჯერობით კარგი მოლოდინი არ გვაქვს“,- აცხადებს ნათია ნაცარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ Hotel Mountain Mestia 2,9 მლნ ლარად იყიდება. სასტუმრო 3-სართულიანია და 21 ნომერია განთავსებული. დასაქმებული კი 14 ადგილობრივია.

მსგავსი სიახლეები

2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს დაკლებული ქულების გამო მართვის უფლება 242 მოქალაქეს შეუჩერდა, მათგან ორმა კი გამოცდა ჩააბარა და მართვის მოწმობა თავიდან აიღო. მართვის უფლება ყველაზე მეტ…

ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის ₾30 მლნ-ს გადაეცემა, ყოველი მატჩის მოგებისთვის კიდევ – ₾30 მლნ-ს- ფონდი „ქართუ“

საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ინფორმაცია ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის…

ბინებზე ფასი 12.9%-ით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3%-ით არის გაზრდილი

2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.1 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 13 პროცენტი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური…

საქართველო ბენზინის ფასის მიხედვით 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს – Numbeo

Numbeo-მ 96 ქვეყანაში ბენზინის საშუალო ფასი შეისწავლა. კვლევის მიხედვით 1 ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში, ხოლო ყველაზე იაფი ლიბიაში ღირს. რაც შეეხება საქართველოს, ის 96 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. აღნიშნული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!