დღის სიახლეებიმეღვინეობამომსახურების სფეროსაინტერესო სიახლეებიფინანსებიქართული წარმოება

ღვინის ბიზნესიდან შემოსავლები მკვეთრად მცირდება

0
გაზიარება

რუსეთ-უკრაინის ომმა „საქართველოს კაპიტალს“ ღვინის ბიზნესიდან შემოსავლები მკვეთრად შეუმცირა.

საინვესტიციო ჰოლდინგმა ინვესტორებს ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების 44.5%-იანი ვარდნის შესახებ აცნობა.  2022 წლის პირველ კვარტალში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  45.9%-ით არის შემცირებული გაყიდული ღვინის ბოთლების რაოდენობა. მთავარი მიზეზი ამ ორ ბაზარზე ექსპორტის შემცირება გახდა. ბიზნესში  EBITDA  3,2  მლნ ლარით შემცირდა და უარყოფითი 1.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებმა ხარჯიც კი ვერ გადაფარა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთსა და უკრაინას „საქართველოს კაპიტალის“ ღვინის ბიზნესში დიდი წილი უჭირავს. 2021 წელს ამ სეგმენტიდან ამონაგების 61% სწორედ ამ ორ ბაზარზე მოდიოდა.

„საქართველოს კაპიტალი“ ღვინის სამ კომპანიაში ფლობს წილს (“თელიანი ველი”, “ქინძმარაულის მარანი”, “ალავერდი”)  და ღვინოს საქართველოს გარდა მსოფლიოს 17 ქვეყანში ყიდის. ვენახების ბაზის მიხედვით კი, ღვინის მწარმოებელთა ხუთეულშია.

ჰოლდინგში შემავალმა კომპანიებმა 2021 წელს 9,4 მილიონი ბოთლი ღვინო გაყიდეს. გაყიდვების, დაახლოებით, 87% ექსპორტზე მოდიოდა. გასულ წელს ღვინის ბიზნესიდან შემოსავალი 60 მლნ ლარს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ზღვის ფსკერზე 4 თვის დაძველებით ღვინის ფასი 100-150 ლარია

საქართველოში ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველების პროცესი 2020 წლიდან დაიწყო, პროექტს სათავეში "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი მეგობართან ერთად ჩაუდგა. დავით ნიკოლეიშვილის თქმით…

მარკეტებში 1 კგ იმპორტული ლურჯი მოცვი 164%-იანი ფასნამატით იყიდება და 80 ლარი ღირს

საქართველოში ლურჯი მოცვის იმპორტი მცირედით, 0.2%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაცით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტირებულია 177.6 ათასი დოლარის 15.7 ტონა მოცვი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 177.3 ათასი…

მსოფლიოს უმდიდრესი მემკვიდრეების ტოპ 10-ეული

Forbes-ის მიხედვით, 66 წლის ინდოელი ბიზნესმენი მუკეშ ამბანი მსოფლიოს უმდიდრეს მემკვიდრედ ითვლება, რომლის ქონებაც 116 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მუკეშმა და მისმა ძმამ, ანილმა უდიდესი ქონება მამისგან, დირუბაი ამბანისგან 2002…

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

სოფლის მეურნეობაში მშპ-ს წილით საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა, ხოლო პირველ ადგილს სომხეთი იკავებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წლიდან 2023 წლამდე მონაკვეთში, სოფლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!