2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით ანუ 226.8 ლარით გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა- ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის ცნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 540 ლარით, ხოლო კაცების – 2 343.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 164.3 ლარი (11.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 289.8 ლარი (14.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქმიანობის 5 დარგს საქართველოში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე დაბალია:
- განათლება – 1 126 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 1 236 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 1 318.8 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 1 394.6 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 1 519.6 ლარი.
საქმიანობის 5 დარგს საქართველოში, სადაც საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მაღალია:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი;
- მშენებლობა – 2 624.6 ლარი;
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 2 353.2 ლარი.