2023 წლის ივლისიდან მთავრობის გადაწყვეტილებით,სოციალურად დაუცველი ბავშვები 150 ლარის ნაცვლად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამ პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტს 70 მლნ ლარი დაემატება. ჯამში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების გადასახდელად, წლის განმავლობაში ნახევარ მილიარდ ლარამდე იქნება გამოყოფილი.
ცვლილება დაახლოებით 233 000 ბავშვს შეეხება.