RSS კატეგორიადღის სიახლეებისაზოგადოება

1 ივნისს SOLO KIDS MARKET-ი გაიმართება

0
გაზიარება

SOLO მომხმარებლების ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. 1 ივნისს, ბავშვთა დღეს, SOLO Sunday-სა და შუმბალენდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ვაკის პარკში  საბავშვო მარკეტი – SOLO Kids Market გაიმართება.

ღონისძიებაზე ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას სხვადასხვა კატეგორიებიდან წარადგენენ, როგორიცაა: კრაფტი, საბავშვო ტანსაცმელი, ხელნაკეთი სამკაული, აქსესუარები, სათამაშოები, კვება და სხვა. პროდუქციის შეძენა ადგილზე 14:00-21:00 საათამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი.

შუმბალენდის ტერიტორიაზე ასევე დაგვხვდებათ SOLO Sunday-ს კუთხე, სადაც მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა მრავალფეროვანი მასტერკლასები. ასევე, სახალისო და გასართობი აქტივობები,  მუსიკალური შოუ, ბავშვებისთვის ცნობილი და საყვარელი პერსონაჟები ოჩოფეხებზე და ა.შ  

ღონისძიების განრიგი:

  • 14:00 -16:00 – ხელნაკეთი აქსესუარების შექმნის მასტერკლასი
  • 16:00 – 20:00 – სახის მოხატვის მასტერკლასი
  • 16:00 – 20:00 – ბუშტების მასტერკლასი

„SOLO მხარს უჭერს ახალგაზრდა თაობას და დამწყებ მომოვალ მეწარმეებს. მსგავსი ინიციატივების ფარგლებში, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მათთვის საერთო სივრცის შექმნას, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საყვარელი ჰობის განვითარება, დასახული მიზნებისა თუ ოცნებების რეალობად ქცევა და საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. SOLO მათ მომავალშიც არაერთ საინტეესო სიახლეს შესთავაზებს“, – აცხადებს  SOLO Lifestyle დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო ჩიქოვანი.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!