ფინანსებიდღის სიახლეებიეკონომიკასაზოგადოებასაინტერესო სიახლეებისიახლეები

,,1-ლი ივლისიდან გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდება”

0
გაზიარება

საქართველოში, გასული წლის ბოლოსთვის ნედლი რძის ბაზარზე იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა, რომ რამდენიმე ფერმა დაიხურა, ვინც წარმოება გააგრძელა, მათ საქონლის ოდენობა შეამცირეს.

ნედლი რძისა და რძის პროდუქტების კომპანია ,,შირაქის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიაიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ ბაზარზე ახლა სიტუაცია შედარებით სტაბილურია, თუმცა კომუნალური გადასახდების ზრდის შემდეგ, პროდუქციაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება.

„გასულ წელს საკვების ფასი იმდენად გაიზარდა, რომ თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავდა ნედლი რძის ფასი და ამან შექმნა ბაზარზე დეფიციტი. ისედაც რამდენიმე ფერმაა და ყველას მოუწია შეემცირებინა პირუტყვი. წელს, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, კომპანიებმა, რომლებიც რძეს იბარებენ, შედარებით მოამატეს ფასები და თვითღირებულებასთან ახლოს მივიდნენ. ამან დახურვის საფრთხე დროებით მოხსნა, მაგრამ თუ საკვები ისევ გაძვირდა და პარალელურად, არ მიჰყვა რძის ფასი, იგივე მდგომარეობაში დავბრუნდებით, რაც იყო შარშან. მიუხედავად ამისა, დეფიციტი ისევ არის ბაზარზე და მოთხოვნას სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ.

ცილოვანი საკვები, პროტეინის შემცველი შროტი საქართველოში არ იწარმოება და შემოდის რუსეთიდან. შესაბამისად, მიბმულია ლოჯისტიკის ფასზე და დოლარის კურსზე. ახლა ლარი სტაბილურია, მაგრამ მიწოდება გართულებული და ხშირია წყვეტა. ისევ საბაჟოს გაუმართავობის გამო. რუსეთი არ ატარებს შესაბამისი რაოდენობის ტრანსპორტსა და პროდუქტს და ეს ყველაფერი ცხადია, შემაფერხებელია.

ამასთან, 1-ლი ივლისიდან იზრდება კომუნალური გადასახადი. ახლა, ფასს ვიჭერთ იქედან გამომდინარე, რომ აპრილიდან-ივნისის ჩათვლით რძის რაოდენობა იმატებს. ეს სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ახლა ვუძლებთ ჩვენ ამ ყველაფერს. ბალახის შემცირებასთან ერთად, მცირდება ნედლი რძე, იზრდება გაზი ტარიფი, რომელიც ინერგო მატარებლებში ყველაზე დიდ წილს იკავებს ჩვენს წარმოებაში და ზუსტ პროცენტს ვერ ვიტყვი, ახლა ვითვლით, მაგრამ ფაქტია, 1-ლი ივლისიდან გაზის ტარიფის მატებასთან ერთად, რძის პროდუქტებზე ფასიც გაიზრდება“, – განუცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში -1.38 ლარი.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!