10 დეკემბერს, 18:00 საათზე სტარტაპ კომპანი- Richwall-ის მიერ ალტე უნივერსიტეტში ღონისძიება იქომერსის შესახებ გაიმართება, სადაც განხილული იქნება საქართველოში ელექტრონული კომერცია.
ღონისძიებას, რომელიც საინტერსო იქნება მათთვის, ვისაც სურთ იქომერსში ჩართვა, საკუთარი ონლაინ მაღაზიის შექმნა და ციფრული გაყიდვების დაწყება-გაუძღვება ივენთის მთავარი სპიკერი და კომპანიის დამფუძნებელი, ლუკა მიმინოშვილი.
ტრენდები და სწორი პროდუქციის შერჩევა, იქომერსის ფუნდამენტები
გრაფიკული დიზაინი იქომერსში
SEO და ვებსაიტით გაყიდვების გენერირება
ციფრული მარკეტინგი
მთავარი სპიკერი: ლუკა მიმინოშვილი
მასტერკლასების სერიებს, ასევე გაუძღვებიან სპიკერები: გიორგი ქუჩულორია, ნიკოლოზ ჩუბინიძე, გუჯა ზაალიშვილი და გურამ ხასია.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და ხუთივე სპიკერი მოცემულ ინფორმაციას ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდ გააზიარებს.
ელექტრონული კომერცია განვითარებას მასშტაბური ტემპით აგრძელებს და 2027 წლისთვის საქართველოში ონლაინ მომხმარებლები, რომლებიც აქტიურად ყიდულობენ ნივთებს 2.2 მილიონს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მოცემული სფეროს უდიდესი ზრდა 2020 წლიდან საქართველოში, სადაც ელ კომერცია 80%-ით გაიზარდა, ხოლო ყოველწლიურად რევენიუ, რომელსაც ონლაინ მაღაზიები აგენერირებენ 1 მილიარდს ცდება.
Richwall ნებისმიერ მსურველს ეხმარება გადადგას პირველი ნაბიჯები იქომერსში და ჩაერთოს ციფრულ გაყიდვებში, შესაბამისად კომპანიის დაფინანსებით მსგავსი საგანმანათლებლო ივენთები კომერციასა და სხვა ბიზნეს მოდელებთან დაკავშირებით კვალავაც გაგრძელდება.
ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი.
დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილების რაოდენობა შეზღუდული