Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე 97.6-ს შეადგენს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ პროფესიად აქცევს.
მეორე ადგილს მეთევზეობა იკავებს-ამ სფეროთი დაკავებულ ადამიანებს უწევთ ღია ზღვაში მუშაობა მათ შორის არაპროგნოზირებადი ამინდის ფონზე. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრო (CDC) იუწყება, რომ კომერციულ თევზაობას 100 ათას დასაქმებულზე 100 გარდაცვალება მოდის.
რეიტინგში მესამე ადგილზე არიან პილოტები და თვითმფრინავის ინჟინრები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, თვითმფრინავის პილოტებისა და თვითმფრინავის ინჟინრების სიკვდილიანობა ასი ათასზე გაანგარიშებით დაახლოებით 58.4-ს შეადგენს.
ყველაზე საშიში პროფესიების ათეულში 100 ათას დასაქმებულზე გაანგარიშებით შემდეგი შვიდი დასაქმების სფერო ავსებს:
- სახურავის გადახურვაზე დასაქმებული პირები – სიკვდილიანობა 51.5;
- სამშენებლო ინდუსტრიაში რკინისა და ფოლადის შედუღებაზე დასაქმებულები – 41.5 გარდაცვალება;
- ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება – 34.9 გარდაცვალება;
- მაღაროელთა საქმიანობა – სიკვდილიანობის მაჩვენებელი 25.7;
- სოფლის მეურნეობის მუშაკები – გარდაცვალება 23.1;
- სატვირთო მანქანების მძღოლები – 22.1;
- ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთება – 19.5 გარდაცვალება.