დღის სიახლეებისიახლეები

100-დან 58-ქულა საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა

0
გაზიარება

Freedom House საქართველოს „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის ასახელებს. პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების 100-ქულიან შეფასებაში საქართველოს 58-ქულიანი შეფასება აქვს. ინფორმაცია ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გლობალური რეიტინგის ყოველწლიურ ანგარიშში არის ნათქვამი, რომლის სახელწოდებაც არის, „თავისუფლება მსოფლიოში – 2023: 50 წელი დემოკრატიისთვის ბრძოლაში“ (Freedom in the World 2023: Marking 50 Years in the Struggle for Democracy).

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთი პოზიციით უსწრებს სომხეთს, რომელიც 54 ქულით, ასევე, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყანაა.

პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების ქულებით ყველაზე „არათავისუფალი ქვეყნების“ ტოპ 10-ეული ასეთია

  1. სამხრეთ სუდანი და სირია – სათითაოდ 1 ქულა
  2. თურქმენეთი – 2 ქულა
  3. ერითრეა და ჩრდილო კორეა – სათითაოად 3 ქულა
  4. ტაჯიკეთი – 7 ქულა
  5. სომალი, საუდის არაბეთი, ბელარუსი და ავღანეთი – 8 ქულა
  6. ჩინეთი და აზერბაიჯანი – 9 ქულა
  7. უზბეკეთი, კუბა და ირანი – 12 ქულა
  8. რუსეთი – 16 ქულა
  9. ეგვიპტე – 18 ქულა
  10. ყაზახეთი – 23 ქულა

ყველაზე „თავისუფალი ქვეყნები“:

  1. ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი – 100 ქულა
  2. ახალი ზელანდია – 99 ქულა
  3. კანადა – 98 ქულა
  4. იაპონია 96 ქულა
  5. ავსტრალია – 95 ქულა
  6. გერმანია და ესტონეთი – 94 ქულა
  7. დიდი ბრიტანეთი – 93 ქულა
  8. ესპანეთი და იტალია – 90 ქულა
  9. ლიეტუვა და საფრანგეთი – 89 ქულა
  10. ლატვია – 88 ქულა

რეიტინგში აშშ-სა და სამხრეთ კორეას თანაბარი, 83 ქულა აქვთ, თუმცა ორივეს 85 ქულით არგენტინა უსწრებს. ისრაელის თავისუფლების ხარისხი 77 ქულით არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!