მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ – ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს.
„ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
599842206
598087761
577011139
577011174
591544384
591946840
591946870
591544375
ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.