უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი მოლდოვის დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს აჩერებს, რომლის მიზეზად უსაფრთხოება სახელდება.
მოლდოვის სამოქალაქო ავიაციის სამსახურმა ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას მოულოდნელი და სამწუხარო უწოდა. თუმცა, თავად Wizz Air-ი აცხადებს, რომ „მგზავრების და ეკიპაჟის უსაფრთხოება ავიაკომპანიის ნომერ პირველი პრიორიტეტია“.