15 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა იწურება.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, 330,672 ფიზიკურმა პირმა 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია უკვე წარადგინა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის – 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.