Ძალიან მალე, თბილისში განსაკუთრებულად ნოსტალგიური და საზეიმო განწყობა დატრიალდება, რადგან 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ქალაქს მთავარი სიმბოლო, ღირსშესანიშნაობა. უნიკალური კულინარიული წერტილი და ერთ-ერთი ძირითადი სავიზიტო ბარათი – რესტორანი „ფუნიკულიორი“ უბრუნდება. ლეგენდარული სივრცე, რომელიც თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დასასვენებელი ზონა, საუკუნოვანი ისტორიით სავსე ადგილია, სტუმრებს სულ ცოტა ხანში უმასპინძლებს.
განახლებული „ფუნიკულიორი“ ყველა მისულს, ტრადიციულად, საინტერესო სიახლეებს და უნიკალურ გასტრონომიულ თავგადასავალს შესთავაზებს. თვალწარმტაცი ხედებითა და მონატრებული გემოებით ტკბობასთან ერთად, რესტორნის სივრცეში ახლად გახსნილი ლაუნჯის სტუმრობაცაა შესაძლებელი, სადაც წასახემსებელ მენიუ და მრავალფეროვანი კოქტეილებია წარმოდგენილი.
უმაღლესი დონის სამზარეულოს, სერვისისა და ხელისგულივით გადაშლილი თბილისის შთამბეჭდავი პანორამის ერთობლიობა „ფუნიკულიორს“ ქალაქის ყველაზე მიმზიდველ წერტილად აქცევს. Ობიექტი განლაგებულია თბილისის ანძის საყრდენის მიმდებარედ.
ჯერ კიდევ 1938 წლიდან, რესტორანი „ფუნიკულიორი“ დაუვიწყარი შეხვედრების უცვლელი მასპინძელია. გახსნის დღიდანვე, ეს სივრცე, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას და აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს წარმოადგენდა. დეკადების განმავლობაში, სწორედ აქ იწვევდნენ ქალაქის ყველა საპატიო სტუმარს — გემრიელი ვახშმისთვის, თბილისის ხედით ტკბობისთვის და თბილისურ შეგრძნებებთან ზიარებისთვის. მათ შორის იყვნენ: ჯონ სტეინბეკი, რობერტ კაპა, ნილს ბორი, მარგარეტ ტეტჩერი, ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი, ფიდელ კასტრო, მოჰამედ რეზა ფეჰლევი, დავით ბააზოვი, გალაკტიონი და სხვები.