„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ ინფორმაციით, თბილისში, 2020-2022 წლებში სტერილიზაცია/კასტრაცია, ჯამში, 16 087 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა, ევთანაზია 2 274 ცხოველის შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით 5385 ცხოველი მოკვდა.
2022 წლის განმავლობაში სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში, 5 633 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ამავე წლის განმავლობაში კი ევთანაზია, ე.წ. ცხოველის დაძინების პროცედურა 631 შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო 1917 მიუსაფარი ცხოველი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა. ამავე პერიოდში, სააგენტოს მიერ, ჯამში, 10 141 მიუსაფარი ძაღლი და კატაა თავშესაფარში შეყვანილი.
2021 წელს, სააგენტოს ინფორმაციით, სტერილიზაცია/კასტრაცია ჯამში, 5 734 მიუსაფარ ძაღლსა და კატას ჩაუტარდა. ევთანაზია 776 შემთხვევაში გამოიყენეს, ხოლო 1830 შემთხვევაში დადგა მიუსაფარი ძაღლისა და კატის ბუნებრივი სიკვდილი. ამავე პერიოდში, თავშესაფარში 10 361 მიუსაფარი ძაღლი და კატაა შეყვანილი.