2022 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 3,404 მლნ ერთეული კვერცხი შეიძინა, ჯამში 1,061 მლნ დოლარის ღირებულების. კვერცხის იმპორტი მსოფლიოს 5 ქვეყნიდან განხორციელდა, კერძოდ:
- თურქეთი – 1,725 მლნ ერთეული (551,2 ათასი დოლარი)
- უნგრეთი – 1,186 მლნ ერთეული (363,7 ათასი დოლარი)
- ბულგარეთი – 301,6 ათასი ერთეული (108,2 ათასი დოლარი)
- რუსეთი – 190 ათასი ერთეული (34,5 ათასი დოლარი)
- საფრანგეთი – 1,4 ათასი ერთეული (3,93 ათასი დოლარი)
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საქართველოდან კვერცხი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაიყიდა. კერძოდ, სომხეთში გავიდა 923,1 ათასი ერთეული (369,4 ათასი დოლარი), აზერბაიჯანში კი 192,9 ათასი ერთეული (48,2 ათასი დოლარი). ჯამში 2022 წლის იანვარ-მარტში 417,6 ათასი დოლარის ღირებულების 1,116 მლნ ერთეული კვერცხის ექსპორტი განხორციელდა.
წყარო : BPN