დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს 62 ვაკანსიაში დისკრიმინაციული ნიშნები გამოიკვეთა

0
გაზიარება

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, ვაკანსიების მონიტორინგის შედეგად 2022 წელს 62 ვაკანსიაში დისკრიმინაციული ნიშნები გამოიკვეთა.

39 ვაკანსიაში გამოიკვეთა დასაქმებაზე კანდიდატთა შეზღუდვა ასაკის ნიშნით, 21 შემთხვევაში – სქესის ნიშნით შეზღუდვა, ხოლო 2 ვაკანსია გარეგნობისა და ოჯახური მდგომარეობის საფუძვლით კანდიდატთა გამორჩევას ითვალისწინებდა.

„დამსაქმებელთა მიერ საჯარო წესით გამოქვეყნებული ვაკანსიების ტექსტები, რომლებიც შეიცავდა დისკრიმინაციისაგან დაცულ სხვადასხვა ნიშნებს, მათ შორის 39 ვაკანსიაში გამოიკვეთა დასაქმებაზე კანდიდატთა შეზღუდვა ასაკის ნიშნით, სქესის ნიშნით შეზღუდვა კი, გამოიკვეთა 21 შემთხვევაში, ხოლო, გარეგნობისა და ოჯახური მდგომარეობის საფუძვლით კანდიდატთა გამორჩევას 2 ვაკანსია ითვალისწინებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთსა და იმავე ვაკანსიაში არათანაბარი მოპყრობისაგან დაცული რამდენიმე ნიშანი იკვეთებოდა. სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური აქტიურად აგრძელებს მონიტორინგს დამსაქმებელთა მიერ საჯარო სივრცეში ვაკანსიის გამოქვეყნებისას დისკრიმინაციული კრიტერიუმების განსაზღვრის პრევენციას, რათა უზრუნველყოფილ იქნას არათანაბარი მოპყრობისაგან თავისუფალი, კანდიდატთა მიერ სამუშაოზე ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზების სათანადო მექანიზმი“, –  სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!