დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს ალდაგმა 16 ათასი ზარალი დაარეგულირა და ანაზღაურების სახით 43 მილიონი ლარი გასცა

0
გაზიარება

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა 16 ათასი ზარალი დაარეგულირა და ანაზღაურების სახით 43 მილიონი ლარი გასცა. ალდაგი საქართველოს არასიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე ლიდერობას ბაზრის 27%-იანი წილით ინარჩუნებს, ქონების დაზღვევაში 34% უჭირავს, ტვირთებისა და პასუხისმგებლობის დაზღევაში 32-32%. ალდაგი ასევე აგროდაზღვევის ბაზრის უპირობო ლიდერია და აგრძელებს ფერმერების მხარდაჭერას საქართველოს ყველა რეგიონში.

2022 წელს კიდევ უფრო გამარტივდა ალდაგის საცალო და კორპორატიული სერვისების მიღება, ყველა პროდუქტი ციფრულადაა ხელმისაწვდომი. ცალკე გუნდი ჩამოყალიბდა იურიდიული პირების ანაზღაურების მომსახურებისათვის. გარდა ამისა დაინერგა პროექტი, რომელიც მცირე ზარალების ანაზღაურებას ერთ დღეში მოიაზრებს.

2022 წელს კომპანიამ ინვესტიცია განახორციელა პერსონალური სადაზღვევო მომსახურების – პრიმოს განვითარებაში, როგორც სერვისის გაუმჯობესების, ისე სპეციალური შეთავაზებების შემუშავების მიმართულებით, რომლის შედეგადაც პრიმოს მომხმარებლები პირადი მენეჯერის მომსახურებით სარგებლობენ და განსაკუთრებულ პირობებს იღებენ დაზღვევასა და ავტოსერვისებზე.

2022 წელს ალდაგის გუნდის ინიციატივით, შეიქმნა კონკრეტულად მიკრობიზნესის ინტერესებზე მორგებული დაზღვევის პროდუქტი ფიქსირებულ ფასად, რომელიც ამ სეგმენტისთვის დაზღვევას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. გარდა ამისა, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის შეიქმნა საინფორმაციო პორტალი sme.aldagi.ge სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება დაზღვევის პროდუქტებსა და დაფარვებზე. გარდა ამისა, შეიქმნა ლოიალობის პროექტი athome.aldagi.ge რომელიც ალდაგში დაზღვეული მომხმარებლისთვის ათობით ქართული სტარტაპის პროდუქციაზე სპეციალურ ფასდაკლებებს ითვალისწინებს.

ანაზღაურების მოქნილი და სწრაფი სქემის დამსახურებით, 2022 წელს ალდაგის მიმართ ნდობა გაიზარდა ფერმერებს შორის და დღეს ალდაგი აგროდაზღვევის ბაზრის 74% ფლობს. კომპანია აქტიურად ვითარდება არასიცოცხლის დაზღვევის ყველა სეგმენტში, ნერგავს ინოვაციებს და მომახმარებლებს არაერთ ხელშესახებ სარგებელს სთავაზობს. მიმდინარე აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს ალდაგი სთავაზობს სპეციალურ პირობებს ავტომობილისა და ქონების დაზღვევის ერთად შეძენის შემთხვევაში.

„მოხარული ვართ, რომ მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, დაზღვევის ბიზნესი აქტიურად ვითარდება. მომხმარებელში დაზღვევის აუცილებლობის შესახებ ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რომ მზარდი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების კიდევ უფრო განვითარებით და დავეხმაროთ, როგორც საცალო ისე ბიზნესმომხმარებელს, რისკების ეფექტურად მართვაში,“- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!