დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს გერმანიაში 1231 პირი, ისრაელში კი – 17 დასაქმების სააგენტოს მეშვეობით დასაქმდა

0
გაზიარება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წლიურ ანგარიშში ცირკულარული მიგრაციასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები გაფორმებულია ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან: გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, ისრაელთან, საფრანგეთთან და ბულგარეთთან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამ ეტაპზე უშუალოდ მონაწილეობს ორ ქვეყანასთან, ისრაელთან და გერმანიასთან არსებული შეთანხმებების განხორციელებაში.

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების შესახებ შეთანხმებას ხელი 2020 წლის თებერვალში მოეწერა, ხოლო განხორციელება 2021 წლის თებერვლიდან დაიწყო.

სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლიდან პროგრამაში ახალი კომპონენტი გაჩნდა, რამაც გერმანელ დამსაქმებლებს საშუალება მისცა საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია და მიეწვიათ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე.

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული კომპონენტის გაჩენით სქემა უფრო მოქნილი გახდა და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება პროგრამაში ჩართულიყო. კერძოდ, დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში. 2022 წელს საქართველოს 1231 მოქალაქეს მიეცა საშუალება ამ პროგრამით ესარგებლა.

სტატისტიკაში მხოლოდ სააგენტოს მეშვეობით დასაქმებული ადამიანები მოხვდნენ, ხოლო უშუალოდ გერმანელი დამსაქმებლების მიერ დასაქმებული ადამიანების სტატისტიკას სააგენტო არ აწარმოებს.

გერმანიის გარდა, ლეგალურად დასაქმების პროგრამას სააგენტო ისრაელშიც ახორციელებს, თუმცა აქ ბენეფიციარების რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო. ისრაელში დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი  2021 წლის აპრილში დაიწყო.

სააგენტოს ანგარიშში ასევე წერია, რომ რეგისტრაციის პროცესმა ცხადყო რომ საჭირო იყო შექმნილიყო მოკლევადიანი, სპეციალური სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მსმენელს მისცემდა შესაძლებლობას შეეძინა გერიატრიული ასისტენტის სპეციალისტებისთვის საჭირო მინიმალურ კომპეტენცია.

განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა 144 საათიანი სასერტიფიკატო კურსი. პარალელურად გრძელდება რეგისტრირებული კანდიდატურების გადარჩევის პროცესი და წინასწარ (არსებული შერჩევის მეთოდოლოგიის საფუძველზე) შერჩეული კანდიდატების ისრაელის მხარისთვის მიწოდება. პირველი ჯგუფი 17 პირის შემადგენლობით 2022 წლის დეკემბერში გაემგზავრა.

“შეთანხმებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, შერჩევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. მიღებული გამოცდილების კვალდაკვალ ხდება პროცედურების სრულყოფა საიმისოდ რათა შეთანხმება განხორციელდეს სრულყოფილად და მასში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე პირებმა”,-წერია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

TasteAtlas-მა მსოფლიოში შოკოლადის 11 საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმი გამოავლინა- რეიტინგში ბელგიური შოკოლადი ლიდერობს

TasteAtlas წერს, რომ მრავალი სახეობის ბელგიური შოკოლადი განსაკუთრებით პოპულარულია სადღესასწაულო სეზონზე. ისტორიულად მისი წარმოება შვეიცარული შოკოლადების ზოგიერთი ტექნოლოგიის სესხებით დაიწყო, რომ მაღალი ხარისხის შოკოლადისა და…

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები შემცირდა

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა- ერთ დღეში საქონლის ღირებულება 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 89 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 85 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ერთკვირიან პერიოდში…

მარტში საქართველოში 278.5 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა

2024 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი (746.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 36.5%-ით (160.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას…

სახელმწიფო საგარეო ვალი 8.722 მილიარდ დოლარს შეადგენს

2024 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.722 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 23.510 მლრდ ლარს გადააჭარბა- 249.843 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ფინანსთა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!