2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც 2022 წლის მარტიდან შევიდა ძალაში და რომლის მიხედვით შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც.
„2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია 1 457 526 პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა“, – აღნიშნა ხუციშვილმა.