დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს შიდა ქართლში 32 მილიონი ლარის 370 პროექტი დაფინანსდა

0
გაზიარება

შიდა ქართლის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის გზის რეაბილიტაციის პროექტი ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებასა და ეზოში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

„შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და მერებთან ერთად. მინდა აღვნიშნო, რომ შიდა ქართლი საქართველოს მასშტაბით ლიდერია შესრულებების ნაწილში. წელს რეგიონში 32 მილიონი ლარის ოდენობის, დაახლოებით, 370 პროექტი დაფინანსდა. პროექტები განსხვავდება თავისი მასშტაბებით. წელს ამ 32 მილიონიდან 8 მილიონი ლარი მიიმართა წყალმომარაგების პროექტებზე. კარგი მაგალითია ტყვიავის წყალმომარაგების პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო, ამიერიდან აქ მოსახლეობას 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ქუჩას სარეაბილიტაციო სამუშაოები წლებია არ ჩატარებია. პროექტი რეგიონების განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.ქუჩის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ის ხელს შეუწყობს ქალაქში შესასვლელი აღმაშენებლის ქუჩის განტვირთვას.

მსგავსი სიახლეები

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

ელექტროენერგიის ექსპორტი თითქმის 15-ჯერ გაიზარდა

წელს 3 თვეში, ელექტროენერგიის ექსპორტი  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 15-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 3 თვეში ქვეყნიდან 20,299 მლნ კვტ.სთ (1,263 მლნ აშშ დოლარი) ელექტროენერგია…

2024 წლის საქართველოში იახტების იმპორტი 48.5%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 639 510 აშშ დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში 328 830 აშშ დოლარის ღირებულების…

28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება

სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში 28 ივლისს Black Sea Arena-ზე ბრიტანული ბენდის Massive Attack-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას Black Sea Arena-ს ადმინისტრაცია ავრცელებს. ბილეთების გაყიდვა ხვალ - 25 აპრილს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!